საქართველოში მოგზაურობისას იმერეთის რეგიონში არსებული მღვიმეები და კანიონები აუცილებლად სანახავი ობიექტებია. ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმეები და კანიონები, ამავდროულად კი დაისვენონ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა.
1 დღე
დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში - პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა.
სასტუმროში განთავსება.
ვახშამი.
2 დღე - პრომეთეს მღვიმე - სათაფლიის ნაკრძალი და მღვიმე - ნავენახევის მღვიმე
საუზმე.
პრომეთეს მღვიმის მონახულება. ყველაზე დიდი კარსტრული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ქუთაისიდან 20 კილომეტრში, ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს მახლობლად. მღვიმის მნახველებს ეძლევათ უნიკალური საშუალება აღმოჩნდნენ მიწისქვეშა სამყაროს საუფლოში. მილიონობით წლის განმავლობაში შექმნილი სტალაგტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, გაქვავებული ჩანჩქერები ქმნიან განუმეორებელ სილუეტებს და ჯადოსნურ ატმოსფეროს. 1060 მეტრიანი მარშრუტი გადის ბუნების მიერ შექმნილ უზარმაზარ პავილიონებზე, გვერდს უვლის მიწისქვეშა მდინარეებს, ტბასაც კი. სურვილის შემთხვევაში სტუმრებს შეუძლიათ მარშრუტის ნაწილი ნავით გაიარონ. მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 14 გრადუსია.
სათაფლიის ნაკრძალი - ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მილიონობით წლის წინ მცხოვრები დინოზავრების ნაკვალევი, იმოგზაუროთ პრეისტორიულ კარსტულ მღვიმეში და მოინახულოთ კოლხური პარკი. სათაფლიის მინის ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ იმერეთის ულამაზესი ხედებით.
სადილი.
გამგზავრება ნავენახევის მღვიმის მიმართულებით. ეს არის ორსართულიანი კარსტული მღვიმე, 4 დარბაზით, განსხვავებული და ლამაზი ფორმის მღვიმური წარმონაქმნებით. აქ სტალაქტიდის მოპირისპირედ წარმოიქმნება სტალაგმიტი, ისინი ერთად ქმნიან სტალაგნატს, მისი რაოდენობა მღვიმეში 120-ია, რაც ბევრად აღემატება სათაფლიისა და ახალი ათონის მღვიმეებში არსებულ სტალაგანტთა რიცხვს. მღვიმის ჯამური სიგრძე 210 მეტრია, ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსი. მღვიმეს აქვს ერთი შესასვლელი და გამოსასვლელი. მღვიმეში ოჯახთან ერთად მოგზაურობა შესანიშნავი იდეაა.
დაბრუნება სასტუმროში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
3 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში
საუზმე.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
სადილი სასტუმროს რესტორანში.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
4 დღე - ოკაცეს კანიონი - კინჩხას ჩანჩქერი - მარტვილის კანიონი
საუზმე.
ოკაცეს კანიონის და კინჩხას ჩანჩქერის მონახულება. ოკაცეს კანიონი შედგება დადიანების ტყე-პარკისა და კანიონზე არსებული კიდული საფეხმავლო ხიდისგან. საფეხმავლო ხიდიდან იშლება კანიონის პანორამული ხედები. ოკაცედან 6 კმ-ში მოვინახულებთ კინჩხას კასკადურ ჩანჩქერს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია საქართველოში.
სადილი.
მარტვილის კანიონის მონახულება. ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ კანიონს და ნავით გაცურავენ მის ულამაზეს ხეობაში.
დაბრუნება სასტუმროში
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
5 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში
საუზმე.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
ქართული ღვინის მუზეუმი ტური, ღვინის დეგუსტაციით.
სადილი სასტუმროს რესტორანში.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
6 დღე
საუზმე.
ტრანსფერი აეროპორტში.