ჩვენს კომპლექსში არსებულ ღვინის მარანში სტუმრებს ვთავაზობთ ქვევრის მოხდის მასტერკლასს და თეთრი და წითელი ქვევრის ღვინის დაგემოვნებას შესაბამის მისაყოლებელთან ერთად. დეგუსტაციას წარუძღვება პროფესიონალი სომელიე.
ღვინის მარანი გადახურულია მესხური გადახურვის უნიკალური მეთოდით ე.წ "დარბაზის გვირგვინით", რაც მარნის ვიზიტორების აღფრთოვანებას იწვევს.