იმერეთსა და რაჭის რეგიონებში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლია წარმოდგენილი, რომლებსაც ჩვენი სტუმრები ტურის მსვლელობისას დაათვალიერებენ. მოგზაურობასთან ერთად სტუმრები დაისვენებენ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა.
1 დღე
დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში - პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა.
სასტუმროში განთავსება.
ვახშამი.
2 დღე - პრომეთეს მღვიმე, ქუთაისის სითი ტური, გელათის და მოწამეთას მონასტრები
საუზმე.
ქუთაისის სითი ტური - ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. სითი ტურის დროს გიდთან ერთად ფეხით შემოვივლით ქალაქის ცენტრს, დავათვალიერებთ ისტორიულ უბნებს, მათ შორის ებრაულ და კათოლიკურ უბნებს. მოვინახულებთ ებრაულ სინაგოგას და ყოფილ კათოლიკურ ტაძარს.
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დათვალიერება. მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.
ქუთაისის საფეხმავლო ტურის დასრულების შემდეგ, გადავაადგილდებით უქიმერიონის გორაზე და დავათვალიერებთ ბაგრატის ტაძარს, რომელიც 1003 წელს ააშენა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-ემ. ტაძარი შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
სადილი.
ქუთაისიდან დავიძვრებით მოწამეთას მონასტრის მიმართულებით. მონასტერი აგებულია VIII-XI საუკუნეებში, ის მდებარეობს მდინარე წყალწითელას ულამაზეს ხეობაში.
გელათის მონასტერი, დაარსებულია უდიდესი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ. მისი მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და 1130 წელს დასრულდა. გელათის მონასტერი იყო საქართველოს რელიგიური, კულტურული ცენტრი და განათლების ცენტრი. გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
დაბრუნება სასტუმროში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
3 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში
საუზმე.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
სასტუმროს კომპლექსში არსებული ღვინის მუზემუმის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.
სადილი სასტუმროს რესტორანში.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
4 დღე - ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და მუზეუმი
საუზმე.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ანტიკური ნაქალაქარი, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ნაქალაქარში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მაღალგანვითარებული კულტურა ცხადყოფს, რომ კოლხეთის მითიური ქვეყანა, სადაც იაზონმა და არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იმოგზაურეს, სწორედ ამ რეგიონში მდებარეობდა. საქართველოს არქეოლოგიური საგანძურის დიდ ნაწილს სწორედ ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი ოქროს ფონდი წარმოადგენს. მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნას ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ფრაგმენტები.
დიხაშხოს გეიზერი. გეიზერის ცხელი წყალი მიწიდან ამოედინება და მისი დაგროვება ხდება ხელოვნურად მოწყობილ 2 აუზში. მისი უნიკალური ვიზუალის, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო დიხაშხოს გეიზერი ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იმერეთის რეგიონში.
სადილი - პიკნიკი ბუნებაში.
დაბრუნება სასტუმროში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
5 დღე - კაცხის სვეტი, კაცხის მონასტერი, მოდინახეს ციხე
საუზმე.
გამგზავრება ჭიათურა-საჩხერის მიმართულებით. კაცხის სვეტის მონახულება. კაცხის სვეტი წარმოადგენს 40 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტს. მის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის გაჩნდა 1944 წელს, როდესაც სვეტზე ავიდა პირველი ექსპედიცია. მკვლევარებმა სვეტის თავზე აღმოაჩინეს V-VI საუკუნეების ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების ნაშთები. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.
მღვიმევის მონასტერის მონახულება. XIII საუკუკნეში დაარსებული მღიმევის დედათა მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა.
სადილი.
მოდინახეს ციხის დათვალიერება - მე-18 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე მნიშვნელოვანი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლია. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და ანტიკური ხანის არტეფაქტები. ციხიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ზემო იმერეთზე. ციხე საჩხერის ჩრდილოეთით 1 კმ-ში მდებარეობს. ის XVIII საუკუნის 30-იან წლებში თავადმა პაპუნა წერეთელმა ააშენა.
დაბრუნება სასტუმროში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
6 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში
საუზმე.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
სადილი სასტუმროს რესტორანში.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
7 დღე - მთიანი რეგიონი რაჭა
საუზმე
გავემგზავრებით საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მთიან რეგიონში - რაჭაში.
შაორის ტბის მონახულება. შაორის ტბა გარშემრტმულია ტყეებით და მთებით, რაც მას მიმზიდველ სანახაობად ქმნის წელიწადის ნებისმიერ დროს.
ნიკორწმინდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
სადილი
ბარაკონის ეკლესიის მონახულება — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში.
გამგზავრება ონის მიმართულებით. ონი ზემო რაჭის პატარა ქალაქია. აქ დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. აქ დაცულია უნიკალური ექსპონატები ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით. ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. ონის სინაგოგის მონახულება. ონის სინაგოგა სიდიდით მესამეა საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის.
დაბრუნება სასტუმროში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
8 დღე - აჭარის რეგიონი
06:00 გამგზავრება ბათუმის მიმართულებით. სტუმრებს მიეწოდებათ ლანჩბოქსები.
პეტრას ციხის დათვალიერება - ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა. ციხე-ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე გადიოდა გზა, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს - საქართველოს, ბიზანტიის, სომხეთისა და სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებდა.
გონიოს ციხის მონახულება. გონიოს ციხე I საუკინით თარიღდება. მას უნიკალური სტრატეგიული მდებრეობა ქონდა და აკავშირებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან. სხვა ღირსშესანიშნავ არტეფაქტებთან ერთად აქ შემორჩენილია რომაული გარნიზონის და რომაული აბანოს ნაშთები.
ბათუმის ბულვარი.
სადილი - უგემრიელესი აჭარული სამზარეულო.
დასვენება ბათუმის სანაპიროზე.
დაბრუნება სასტუმროში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
9 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში
საუზმე.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
სადილი სასტუმროს რესტორანში.
დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
10 დღე
საუზმე.
ტრანსფერი აეროპორტში.