დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სერვისი

ღვინის და სამზარეულოს ტური


ქართული ღვინო და სამზარეული მსოფლიოში ცნობილია თავისი ავთენტურობით, გამორჩეულობით, მრავალფეროვნებითა და გემრიელი გემოებით. ტურის მსვლელობისას ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ იმერეთის რეგიონში არსებულ ღვინის მუზეუმს, ღვინის მარნებს და მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ მასტერკლასებში. ამავდროულად კი ისინი დაისვენებენ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა.

1 დღე

დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში - პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა.

სასტუმროში განთავსება.

ვახშამი.

2 დღე - პრომეთეს ღვინის მუზეუმი, კულინარიული ტური

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზი, საუნა.

პრომეთეს ღვინის მუზეუმის დათვალიერება. ქართული ღვინის ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატების დათვალიერება. ორი სახეობის ქვევრის ღვინის დაგემოვნება.

კულინარიული ტური. პროფესიონალ მზარეულებთან ერთად ჩვენი სტუმრები მოამზადებენ და დააგემოვნებენ ტრადიციულ ქართულ კერძებს. სტუმრები ამოავლებენ ჩურჩხელას, მონაწილეობას მიიღებენ ელარჯის, მწვადისა და ხაჭაპურის მომზადებაში ქართული ტრადიციული ღია სამზარეულოში.

სადილი.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზი, საუნა.

ვახშამი.

3 დღე - ბაღდათის რეგიონის ღვინოების და სამზარეულოს დაგემოვნება.

საუზმე.

გამგზავრება ბაღდათის მიმართულებით. ბაღდათი იმერეთის რეგიონის მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.

გაიოზ სოფრომაძის ღვინის მარნის მონახულება და ღვინის დეგუსტაცია ხემსთან ერთად.

შუქრი ნაკაშიძის ღვინის მარნის მონახულება და ღვინის დეგუსტაცია ხემსთან ერთად. შუქრი ნაკაშიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც სტუმრები დაათვალიერებენ უძველესი და შუა საუკუნეების დროინდელი საბრძოლო იარაღების კოლექციას. სადილი შუქრი ნაკაშიძის მარანში.

ცნობილი ქართველი მეღვინე ქალის - ბაია აბულაძის ღვინის მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია ხემსთან ერთად.

დაბრუნება სასტუმროში

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

4 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

5 დღე - თერჯოლის რეგიონის ღვინის და სამზარეულოს დაგემოვნება.

საუზმე.

გამგზავრება თერჯოლის მიმართულებით.

საზანოს ღვინის მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია ხემსთან ერთად.

ლაშა გურულის მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.

სადილი ლაშა გურულის მარანში.

დაბრუნება სასტუმროში. თავისუფალი დრო.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

6 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

7 დღე

საუზმე

ტრანსფერი აეროპორტში



wishlistსურვილების სიაში დამატება