ჩვენი სტუმრები შაბათს და კვირას დაისვენებენ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა. ორი დღის განმავლობაში ისინი დაათვალიერებენ ულამაზეს მთიან რეგიონს - რაჭას და იმოგზაურებენ იმერეთის მღვიმეებსა და კანიონებში.
1 დღე
სასტუმროში განთავსება.
პრომეთეს ღვინის მუზეუმის დათვალიერება. ქართული ღვინის ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატების დათვალიერება. ორი სახეობის ქვევრის ღვინის დაგემოვნება.
ვახშამი.
2 დღე - მთიანი რეგიონი რაჭა.
საუზმე.
გავემგზავრებით საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მთიან რეგიონში - რაჭაში.
ცხრაჯვარის მთის მონახულება. ცხრაჯვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის ულამაზესი 3 კილომეტრიანი საშუალო სირთულის საფეხმავლო ბილიკი. ცხრაჯვარზე ასვლისას მოვექცევით ღრუბლებს ზემოთ და კარგი ამინდის შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება დავტკბეთ დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედებით.
შაორის ტბის მონახულება. შაორის ტბა გარშემრტმულია ტყეებით და მთებით, რაც მას მიმზიდველ სანახაობად ქმნის წელიწადის ნებისმიერ დროს.
ნიკორწმინდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
სადილი
ბარაკონის ეკლესიის მონახულება — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში.
გამგზავრება ონის მიმართულებით. ონი ზემო რაჭის პატარა ქალაქია. აქ დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. აქ დაცულია უნიკალური ექსპონატები ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით. ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს.
დაბრუნება სასტუმროში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
3 დღე - პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი
საუზმე.
პრომეთეს მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მღვიმეა. ის გამოირჩევა სტალაქტიდებისა და სტალაგმიტებით სიმრავლით, გაქვავებული მდინარეებით და სხვა მიწისქვეშა ბუნებრივი ფორმების სილამაზით. მღვიმეში არის საფეხმავლო და სანაოსნო მონაკვეთები.
სადილი.
მარტვილის კანიონის მონახულება. ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ კანიონს და ნავით გაცურავენ მის ულამაზეს ხეობაში.
დაბრუნება სასტუმროში.
გამგზავრება.